პოპ მუსიკა, რომელსაც ხშირად უბრალოდ პოპს უწოდებენ, არის თანამედროვე მუსიკა და პოპულარული მუსიკის (კლასიკური ან სერიოზული მუსიკისა და ხალხური მუსიკისგან განსხვავებით) ერთგვარი ტიპია. ეს ტერმინი კონკრეტულად ერთ ჟანრს ან ჟღერადობას არ გულისხმობს და მას სხვადასხვაგვარი მნიშვნელობა აქვს, დროისა და ადგილის მიხედვით. პოპულარული მუსიკის ფარგლებში, ტერმინს "პოპ მუსიკა" ხშირად განასხვავებენ სხვა ქვეჟანრებისგან ისეთი სტილისტური თავისებურებების მიხედვით, როგორიცაა საცეკვაო რიტმი ან ბითი, უბრალო მელოდიები და განმეორებადი სტრუქტურა. პოპ სიმღერის ტექსტი ხშირად ემოციურია და როგორც წესი, უკავშირდება სიყვარულის, გრძნობების ან ცეკვის თემებს.
პოპ მუსიკა სტილის მიხედვით: ბაროკო პოპი - ბაბელგამ პოპი - ქანთრი პოპი - მომავლის პოპი - პოპ როკი - პოპ პანკი - პოპ რეპი - პაუერ პოპი - სინთპოპი/ელექტროპოპი ინდი პოპი - თინეიჯერული პოპი - ტრადიციული პოპი - პოპ მეტალი - სანშაინ პოპი
რეგიონის მიხედვით: ამერიკული პოპი - ჩინური პოპი (კანტოპოპი, მანდოპოპი) - ტაივანური პოპი - ჰონგ კონგური ინგლისური პოპი ევროპოპი (ავსტროპოპი, ნიდერპოპი) - ინდური პოპი (ბჰანგრა, ფილმი) იაპონური პოპი - კორეული პოპი - იუგოსლავიური პოპი